საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა, ბესიკ ქოჩიაშვილმა საქართველოს სამინისტროების ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის შედეგები წარმოადგინა.
მომხსენებელმა ისაუბრა 2019 წელს ქვეყნის ათივე სამინისტროში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგებზე, რომელიც 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებასა და ვალდებულებებს მოიცავს. მან დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა სამინისტროებში აქტივების მართვის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აღრიცხვა - ანგარიშგების და ზოგადი შიდა კონტროლის მექანიზმების შესახებ.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ჩატარებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი მიგნებების და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გაიცა 111 რეკომენდაცია, რომლებსაც სამინისტროები გაითვალისწინებენ და შეასრულებენ.
სხდომაზე ითქვა, რომ გაცემული რეკომენდაციებიდან სამინისტროების წარმომადგენლები ორ რეკომენდაციას არ დაეთანხმდნენ, რომელთა შესახებაც პარლამენტის მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი საგნგებოდ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.