პირდაპირ გეტყვით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 15-ს შეადგენს.
„სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას. ყველა გატესტილია, ზოგი ორჯერ. აქედან, დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული გვაქვს 15 შემთხვევა. ორი უკავშირდება ირანში, ერთი ესპანეთში მოგზაურობას, შვიდი იტალიაში მოგზაურობას, საიდანაც ექვსი შემთხვევა წარმოადგენს ორი ერთად ნამოგზაურები ოჯახის კლასტერს, ხუთ შემთხვევაში კი დადასტურებულია შემთხვევასთან კონტაქტი“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.