აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება
11-03-2020, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინ რეჟიმში იმართება, - აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

 

 

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური საინფორმაციო ვიდეორგოლებიც მოამზადა, რომლებითაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები რეკომენდაციას უწევენ აბიტურიენტებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ როგორც წინასაგამოცდო პერიოდში, ასევე გამოცდების პროცესში. 

 

 

ამჯერად უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელის რუსუდან ტყემელაძის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ. უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კი აბიტურიენტები პასუხებს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ცენტრის ფეისბუკ გვერდზე მიიღებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი