მერობის და გამგებლობის კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში კენჭისყრას ვეღარ შეძლებს
14-02-2014, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერობის კანდიდატი, იმავდროულად, თბილისის საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვერ იყრის და პირიქით, საკრებულოს სიაში მყოფი პირი მერობის კანდიდატი ვეღარ იქნება.

 

 

ეს წესი როგორც საკუთრივ თბილისთან, ასევე იმ თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებაშიც შემოდის, სადაც მერები და გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან. შეზღუდვა, რომელიც ახლა პარლამენტში ინიცირებული პროექტით შედის, აქამდე არ არსებობდა.

 

 

საარჩევნო სუბიექტის მიერ დასახელებულ დედაქალაქის მერობის კანდიდატს შეეძლო, იმავდროულად, საკრებულოს სიაშიც ყოფილიყო. პროექტში კი წერია, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება, იმავდროულად, წარდგენილი იყოს თბილისის მერის, სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისთვის.

 

 

ანალოგიური რამ განსაზღვრულია სხვა თვითმმართველ ერთეულებთან მიმართებითაც. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული შეზღუდვა პარტიებს დააზარალებს. უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამგვარი აკრძალვა კონკრეტული პირების გამო კეთდება.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=9428 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი