თურქეთის შიანაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ სიზრში სამხედროებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა უმრავლესობა ქურთი მებრძოლები არიან. თუმცა, "ქურთების მუშათა პარტიის" წარმომადგენელთა ცნობით, დაღუპულთაგან დაახლოებით 20 ადამიანი მშვიდობიანი მოქალაქეა.
ქალაქ სიზრში თურქეთის არმიამ ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ბოლო რამდენიმე თვეა ინტენსიური გახდა.
არმია ქურთების პოზიციებს უტევს. საპასუხოდ ამბოხებულები თითქმის ყოველდღე ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ თავდასხმებს აწყობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.