ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემასთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებს. საუბრის თემას ასევე, წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი.
როგორც ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებს.
„ანგარიშში აისახება ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. აქ საუბარი იქნება საარჩევნო საკითხებზე მათ შორის, საარჩევნო სისტემის საკითხზე. საუბარი იქნება მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ყველა ეს თემა ასახული იქნება ანგარიშში. შესაბამისად, ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია და ხედვები თითოეულ თემასთან დაკავშირებით. მომხსენებლებმა დადებითად შეაფასეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება. ჩვენ საუბარი გვქონდა იმ გამოძიებებთან, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური სტატუსის მქონე პირებს და აქ ჩვენ მომხსენებელს შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.