2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიას სათავეში თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ისთვის გახდა ცნობილი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა - პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან ჯერჯერობით მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ განახლებული გუნდითა და პროგრამით წარსდგება.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დასავლეთის ქვეყნების და გაერთიანებული ქართული ოპოზიციის ზეწოლის შედეგად დათანხმდა 120/30-ზე მოდელს, 1%-იანი საარჩევნო და 40%-იანი უმრავლესობის დასაკომპლექტებელი ბარიერის დაწესებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო პროცენტული მაჩვენებლის, 40%-ის მოპოვება და „ქართული ოცნებისთვის“ მმართველ პარტიად დარჩენის შესაძლებლობა ჰორიზონტზე არც ისე მკაფიოდ ჩანს და აქედან გამომდინარე, ივანიშვილი თავად აპირებს არჩევნებში აქტიურად ჩართვას და თავისი გახუნებული, მაგრამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ მოკიაფე ავტორიტეტის და რა თქმა უნდა, სახელისუფლებო რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას - ამ უკანასკნელის გამოყენების გარეშე კი „ქართული ოცნების“ გამარჯვება სრულიად წარმოუდგენელი ჩანს.
ამასთან, ივანიშვილი მოვლენების განვითარების ალბათ ყველაზე ცუდი სცენარის, ძალაუფლების დაკარგვის მოსალოდნელი ვარიანტისა და სადეპუტატო მანდატის და მისგან მინიჭებული იმუნიტეტის აუცილებლობის შესახებაც ფიქრობს და აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის სათავეში ყოფნა მისთვის ორმაგ დატვირთვას იძენს, მით უფრო იმ ფონზე, როცა მმართველ პარტიაში არავინ ჩანს არათუ მისი დარი ავტორიტეტული, არამედ მასთან ოდნავ მაინც მიახლოებული ლიდერი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე ლოკომოტივის როლს შეასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.