ერთი პაციენტის შემთხვევაში, რომლის მდგომარეობაც მძიმე გახლდათ, მცირედი დადებითი დინამიკა არის, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ.
მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ შორის არიან როგორც მსუბუქი, ისე საშუალო სიმძიმის პაციენტები.
„ერთი პაციენტის შემთხვევაში, რომლის მდგომარეობაც მძიმე გახლდათ, მცირედი დადებითი დინამიკა არის. დღეს 8 პაციენტის პასუხი მივიღეთ, ყველა მათგანი უარყოფითია, მხოლოდ დადებითი იყო ისევ ორი კვირის წინ შემოსული პაციენტის სისხლის ანალიზის პასუხი. ორი კვირა კი გავიდა, მაგრამ არ ველოდებოდით აუცილებლად, რომ იქნებოდა უარყოფითი პასუხი, რადგან ამ პაციენტს ჰქონდა ფილტვების ანთება და ამ შემთხვევისთვის ეს სრულიად დასაშვებია, დაახლოებით ერთი კვირა საჭიროა ამ პაციენტის სტაციონარში დაყოვნება.
არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია, ფასდება როგორც მსუბუქი შემთხვევა ამ ეტაპზე, საერთოდ, შემოსვლისას უფრო ხშირად არის მსუბუქი, ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია ეს, მაგრამ ჯერჯერობით საგანგაშო არაფერია, ყველა პაციენტის მართვა ხერხდება, რაიმე განსაკუთრებული ჩარევები და ინტენსიური თერაპია მათ არ დასჭირვებიათ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 45 პაციენტი იმყოფება, მათგან 20 კორონავირუსით არის ინფიცირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.