პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ დიდი ქორწილები და ქელეხები აიკრძალოს
12-03-2020, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში მთავრობამ აკრძალოს 100-კაციანი ქორწილები და ქელეხები, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ.

 

 

მისი თქმით, მოსახლეობა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს.

 

 

„პანდემია ნიშნავს იმას, რომ ის, რაც კეთდებოდა უნდა გაკეთდეს ყველაფერი და აიწიოს მზადყოფნის დონე, რაღაც ეტაპზე დაწესდება მეტი შეზღუდვა, ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის. მაგალითად, ეს არის 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები, ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი წესის, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს, ამიტომ ამისთვის ყველანი უნდა ვიყოთ მომზადებულები, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი