პრობაციონერებს 14 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან ვათავისუფლებთ , - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს, დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით ყველანი პრობაციის ბიუროში გამოცხადებისაგან გათავისუფლებული ხართ. ეს ნიშნავს, რომ პრობაციის ოფიცერთან, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები გაუქმებულია. თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ არგამოცხადებას არ მოჰყვება“, - განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.