თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 17 პაციენტს, რომელთაგან შვიდი რამდენიმე დღის წინ იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ყველა პასუხი უარყოფითია.
„ვისაც ტემპერატურა აქვს, დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დანარჩენები კი გადავლენ თვითიზოლაციასა და კარანტინში. დღეს შემოყვანილია ოთხი ახალი პაციენტი, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ. მათ ჩაუტარდებათ ტესტები“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.