საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის მინისტრს, ვანგ ძიარუის შეხვდა.
მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებით, რომელიც უფრო დინამიური გახდა ბოლო ორი წლის მანძილზე.
"მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთს და საქართველოს საერთო ინტერესი გვაქვს, რომელიც ეკონომიკაზე გადის", -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების, მშვიდობის ადგილი ევროპისა და აზიისათვის.
მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი ოფიციალურ საუზმეზეც გაგრძელდა, რომელიც ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრმა, ვანგ ძიარუიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.