საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები სრულდება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკი და 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ვაშლიჯვრის მოსახლეობისთვის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გზა დაზიანებული იყო. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავად იმოძრავებს. ასევე, ახალი საფეხმავლო ბილიკიც მოეწყო, რათა მოსახლეობამ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილება შეძლოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 124 000 ლარია გამოყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.