საქართველოს პარლამენტის წევრი ახალქალაქისა და ნინოწმინიდის მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანი ახალქალაქში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან - მერ იური უნანინათან და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანთან ერთად ა(ა)იპ-ებისა და სხვა სამასახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბარი შეეხო ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით რეგიონში არსებულ მდგომარეობას, ვაჭრობისას ელემენტარული ნორმების და ჰიგიენის წესების დაცვას.
„ძალიან მნიშნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები, ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციისათვის.
ყველამ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე-საზოგადოების წინაშე“, უთხრა ენზელ მკოიანმა უწყებების წარმომადგენლებს.
შეხვედრისას მეორე საკითხი შეეხებოდა ხანძარს, რომელიც ახალქალაქში მდებარე ამირანის გორაზე ოთხშაბათს გაჩნდა. ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მისულმა სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინა.
„მინდა მადლობა გადავუხადო სამაშველო ჯგუფის წევრებს, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას“, აღნიშნა ენზელ მკოიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.