კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა გაეროში, ჩინეთში კი მხოლოდ 8 ახალი ინფიცირებული
13-03-2020, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, გენერალური ასამბლეის მე-6 კომიტეტში მომუშავე ფილიპინელ დიპლომატს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, იტყობინება BBC ახალი ამბების სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით.

 

 

დიპლომატი ბოლოს ნიუ იორკში მდებარე გაეროს შენობას, სადაც 3 300 ადამიანი მუშაობს, ორშაბათს სტუმრობდა.

 

 

კორონავირუსი აფრიკის კონტინენტზე

 


განამ კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დაადასტურა, გაბონმა კი პირველი შემთხვევა.

 


განას ჯანდაცვის მინისტრმა, კვაკუ აგიემანგ მანუმ განაცხადა, რომ ორმა ადამიანმა, რომელიც ნორვეგიიდან და თურქეთიდან ჩავიდა ქვეყანაში, ტესტირებისას პოზიტიური შედეგი აჩვენა.

 


გაბონში, გაბონელი მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამშობლოში საფრანგეთიდან ჩავიდა.

 

 

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ როცა დანარჩენი მსოფლიო კორონავირუსთან გამკლავებას ახლა იწყებს, ჩინეთში ახალი შემთხვევების გამოვლენა იმდენად შემცირდა, რომ ბოლო მონაცემებით, იქ მხოლოდ 8 ინფიცირებული გამოვლინდა, მათგან 5 უხანში, დანარჩენი სამი კი საზღვარგარეთიდან შემოტანილი შემთხვევაა.

 

 

კორონოვირუსის გავრცელების მხრივ კლებაა სამხრეთ კორეაშიც. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ დღეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, როგორც ამას BBC კორეულ „Yonhap“-ზე დაყრდნობით იუწყება. მთლიანობაში სამხრეთ კორეაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 979-ს შეადგენს. 

 

 

რა ხდება იტალიაში?

 

 

მძიმე მდგომარეობაა იტალიაში, სადაც ხუთშაბათ საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისაგან 188 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში ინფექციით დაღუპულთა რაოდენობამ 1 016 შეადგინა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 15 113-ს მიაღწია.

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსისაგან 1 258 ადამიანი გამოჯანმრთელდა, თუმცა ოთხშაბათის შემდეგ შემთხვევების რაოდენობამ 2 651-ით მოიმატა.

 

 

იტალია ახალმა კორონავირუსმა ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად დააზარალა. ახლა ქვეყანაში თითქმის ყველაფერი დაკეტილია, გარდა აფთიაქებისა და სუპერმარკეტებისა.

 

 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ BBC-ის განუცხადა, რომ აფეთქების პირველ რაიონებში დაწესებულმა ზომებმა თავისი ეფექტურობა დაამტკიცა და მისი თქმით, მას შემდეგ ორი კვირის გასვლიდან, რაც პირველი ათი ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში „წითელ ზონად“ გამოცხადდა, იქ ახალი ინფექციის შემთხვევები არ გამოვლენილა, ამან კი ზომების გამკაცრება მთელი ქვეყნის მასშტაბით განაპირობა.

 

 

„ჩვენს ბაბუებს ომში წასვლისკენ მოუწოდებდნენ, ჩვენ კი, სახლში დარჩენას გვთხოვენ“, განაცხადა დი მაიომ და დაამატა:

 

 

„თუკი ექიმსა და ექთანს 24 საათი შეუსვენებლივ მუშაობა შეუძლია, ჩვენ ხელი უნდა ავიღოთ ჩვენი სახლების დატოვებაზე. მოქალაქეების უზარმაზარი რაოდენობა პატივს სცემს წესებს. ისინი კი, ვინც არ ემორჩილებიან კანონს, სანქციების - ან ჯარიმების ანდა სისხლის სამართლის საქმეების წინაშე აღმოჩნდებიან“.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 138
#138   Carissa
      
დღეს, 20:28
#137   Val
      
References:


10 minimum deposit online casino neosurf supergame.one
დღეს, 14:11
#136   Clair
      
References:


Online casinos that accept MiFinity Australia http://bbs.xingxiancn.com/
18 ოქტომბერი 2026 23:19
#135   Randi
      
References:


Fast withdrawal MiFinity casinos http://www.4001179958.org/?160749
18 ოქტომბერი 2026 21:47
#134   Sibyl
      
References:


BPay welcome bonus casino http://pandora6666.com/
18 ოქტომბერი 2026 17:55
#133   Nam
      
References:


BPay casino account verification https://www.canadaasians.com
18 ოქტომბერი 2026 11:20
#132   Terrell
      
References:


Pay id pokies real money pay
id pokies real money
18 ოქტომბერი 2026 03:40
#131   Tahlia
      
References:


Bpay pokies online casino http://www.4001179958.org
14 ოქტომბერი 2026 20:33
#130   Alonzo
      
References:


Regulated bpay pokies maskarad.bomba-piter.ru
14 ოქტომბერი 2026 20:19
#129   Kelsey
      
References:


Bpay mobile pokies australia https://dobryakschool.ru/user/cowheron14/
14 ოქტომბერი 2026 19:33
#128   Lashay
      
References:


Casinos that accept BPay Australia app.wedonthavetime.org
14 ოქტომბერი 2026 18:50
#127   Daryl
      
References:


Bpay pokies no deposit bonus bpay casino pokies bonus
14 ოქტომბერი 2026 16:37
#126   Jannie
      
References:


New bpay pokie sites australia https://md.sigma2.no/VssWbdKsREistwvif5YqkA
14 ოქტომბერი 2026 15:36
#125   Lachlan
      
References:


Payid osko pokies australia deposit with Osko casino
14 ოქტომბერი 2026 05:25
#124   Steven
      
References:


Australian neosurf casinos molchanovonews.ru
14 ოქტომბერი 2026 01:46
#123   Gretta
      
References:


Legit bank transfer casinos australia online pokies real money bank transfer
13 ოქტომბერი 2026 22:21
#122   Errol
      
References:


Wire transfer casino for Australian players http://caraudiocentre.ir/
11 ოქტომბერი 2026 18:47
#121   Alannah
      
References:


New neosurf deposit casinos https://dezcity74.ru/user/iraqrain3/
6 ოქტომბერი 2026 17:11
#120   Jesenia
      
References:


Neosurf casino australian dollars https://intensedebate.com/
6 ოქტომბერი 2026 15:40
#119   Rolland
      
References:


Licensed neosurf casinos australia cq.x7cq.vip
6 ოქტომბერი 2026 12:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი