პრემიერ მინისტრმა ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორთან ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა
13-03-2020, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ეკონომიკური გუნდის ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში  შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას.  

 


სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს  მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის ერთობლივ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელების ნეგატიური ზემოქმედების შემსუბუქებას. 

 


უკვე მიღწეულია შეთანხმება, ფისკალური სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით, ასევე, გარკვეული საგადასახადო შეღავათების  დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის. 

 


შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, მათ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებენ, რათა ბიზნესზე შესაძლო ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს. 

 


საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის  მზადყოფნა დააფიქსირა. 

 


ეკონომიკის სტიმულირების შეჯერებული გეგმის კონკრეტული მიმართულებები  უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

 


შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბიზნესომბუდსმენი და საბანკო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი