დონალდ ტრამპთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავის ახლო წრეს ეუბნება, რომ იგი „ძალიან შეშფოთებულია“ იმ ხალხთან კონტაქტით, რომელთაც კორონავირუსი შეეყარათ, მათ შორის ბრაზილიის ოფიციალურ პირთან ურთიერთობით, რომელსაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა მას მერე, რაც ტრამპთან მარ-ა-ლაგოში პირისპირ შეხვედრისა და სადილის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, იტყობინება CNN-ი.
CNN-ის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს პრესმდივნის, ფაბიო ვაჯნგარტენის კორონავირუსზე შემოწმებამ ხუთშაბათს დადებითი შედეგი აჩვენა. ბოლსონარუს ჯანმრთელობის მონიტორინგი ხორციელდება. მისი ტესტირების შედეგი პარასკევ საღამოს უნდა გახდეს ცნობილი.

ბოლსონარუს პრესმდივანმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც იგი მარ-ა-ლაგოში ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად დგას. ფოტო შაბათ-კვირას არის გადაღებული.
ვაჯნგარტენი პრეზიდენტ ბოლსონარუს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ახლდა, რა დროსაც ტრამპმა და ბრაზილიის პრეზიდენტმა ერთად ისადილეს.
ხუთშაბათს ტრამპი დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ იგი არ არის შეშფოთებული იმით, რომ მას შეიძლება კორონავირუსი შეეყაროს.
„ჩვენ არაფერი რაიმე ძალზე განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია. ჩვენ (შენიშვნა: ტრამპი და ბოლსონარო) ერთმანეთის გვერდით ვისხედით გარკვეული პერიოდი“, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში.
თეთრი სახლის პრესმდივანმა მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „ორივეს, პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს თითქმის არ ჰქონიათ შეხება იმ პირთან, რომელსაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა და ამდენად, ისინი არ საჭიროებენ შემოწმებას“.
„თეთრი სახლის სამედიცინო განყოფილება და შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური მჭიდროდ მუშაობენ სხვადასხვა სააგენტოსთან, რათა გამოჩენილი იყოს სიფრთხილე და პირველი და მეორე ოჯახების და თეთრი სახლის თანამშრომლების ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს“, აღნიშნულია განცხადებაში.
CNN-ის წყაროს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, შემოწმდა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი კორონავირუსზე.
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.