საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შემთხვევების მატების საკითხზე ვიდეო-კონფერენცია გაიმართა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელბთან ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელების დინამიკა, ასევე ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან.
ვიდეო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩებისგან მოისმინა ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მხრივ არსებულ ვითარებასა და პრევენციის მხრივ ადგილობრივი მთავრობების მიერ გატარებული ზომების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ ქვეყნებში მუდმივად მცხოვრები ან დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს მოქალაქეებთან ინტენსიური და მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში რჩებიან. დამუშავებულ იქნა თითეულ ქვეყანაში მოვლენათა განვითარების სხვადასხვა შემთხვევებში მოქმედების სცენარები, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის შესაძლებლობები და სხვა.
მინისტრმა ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ქმედებებისა და შემზღუდავი ზომების შესახებ.
ვიდეო-კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში და ქ.ნიუ-იორკში.
ვიდეო-კონფერენციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.