მიხეილ ჩხენკელი: „ყველა რექტორს აღვუთქვი, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტიანად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი“
13-03-2020, 11:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და მათ გააცნო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები.

 

 

მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა და საქართველოს მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, სამინისტროს უპირველეს ამოცანას სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს.

 

 

შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტის წინაშე დგას საერთო გამოწვევა - სწავლებაში ელექტრონული მეთოდის გამოყენება. ეს პროცესი კი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით უნდა წარიმართოს.

 

 

„დღეს ჩატარდა რექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გავაცანით სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ყველა სასწავლებელში არდადეგები გახანგრძლივებულია 1 აპრილამდე და უმაღლესი დაწესებულებების რექტორებს მივეცით რეკომენდაცია, ამ პერიოდში, 16 მარტიდან 1 აპრილამდე, პილოტირების რეჟიმში დაიწყონ სტუდენტებთან მუშაობა ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით. ეს საშუალებას მისცემს უნივერსიტეტებს, ონლაინ სწავლების მეთოდი გააგრძელონ 1 აპრილის შემდეგ ჰიბრიდული ფორმით, როდესაც სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. და ეს კი, თავის მხრივ იძლევა იმის გარანტიას, რომ სემესტრი გაგრძელდება არა 15 კვირის, არამედ 1 აპრილიდან 13 კვირის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებმა ითანამშრომლონ ამ მიმართულებით, რადგან ახლა სწორედ ის დროა, აკადემიური კოლეგიალობა გამოვიჩინოთ, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

 

 

მე ყველა რექტორს აღვუთქვი მზაობა, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტიანად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი, “ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

 

შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა რექტორების დამატებით შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა, რომელთა მხრიდან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დასაძლევად კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოიხატა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი