ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მისი ძმის, ლევან კალაძის გატაცების ამბავსაც იხსენებს და ამავე დროს კალაძესთან სასამართლოში შეხვედრას აანონსებს.
"კახი კალაძე დიდხანს და უშედეგოდ ეძებდა კრიმინალების მიერ გატაცებულ ძმას. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. იყო ბევრი უძილო ღამე, დაკითხული ათობით მოწმე... არეული კვალი.. და მაინც არ ნებდებოდნენ პოლიციელები და გამომძიებლები. ამ პოლიციელებს შორის იყო ერეკლე კოდუა, რომელმაც მართლა ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ცნობილი ფეხბურთელის ოჯახს, გაეგო რეალურად რა ტრაგედია დატრიალდა მის თავს. საქმე გაიხსნა. აღარ ვყვები რამდენჯერ მოატყუეს ოჯახი, გადაახდევინეს ძალიან დიდი ფული... გადააგდეს. აღარ ვყვები, როგორ ატყუებდნენ მათ რომ გატაცებული ბავშვი ცოცხალი იყო...
ამ ყველაფრის შემდეგ, დაჯდე და ორღობის ჭორიკანასავით ილაპარაკო ერეკლე კოდუაზე, იმაზე მეტად ტეხავს, ვიდრე რემენასთან ძმაკაცობა და ორი ავტოგოლი. როცა ხარ დაუნახავი და უმადური , ხარ ასეთი ყველასთან. როცა ამას ივიწყებ, დაივიწყებ ყველაფერს ამ ქვეყანაზე. მათ შორის ვალდებულებებსაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. დანარჩენს გავარკვევთ სასამართლოში, სადაც აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს" - წერს ჟურნალისტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.