მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს
13-03-2020, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაზღუდად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას მიიღებს ადმინისტრაციის შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.

 

"ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ყუთი შესაბამისი უსაფრთხო წესით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის სტრუქტურებსა და სამსახურებში განაწილდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიზანია, აღნიშნული ცვლილებით, მაქსიმალურად უზრუნველყოს ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტის შეზღუდვა.

 


ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე (www.gov.ge) განთავსებული შესაბამისი ველის საშუალებით ან საქართველოს ფოსტით (მის: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 990 900" , - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი