„ნონსენსია, როდესაც ღარიბ, გაუბედურებულ ქვეყანაში ყველა კოტრდება, ყველა გარბის, ყველა კვდება, ყველა დეპრესიაში ვარდება და მარტო ბანკები იღებენ მოგებას“ - შალვა ნათელაშვილი მთავრობას საბანკო ამნისტიის გამოცხადებისკენ მოუწოდებს
13-03-2020, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთავრობას საბანკო ამნისტიის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

 


„ისედაც განადგურებულ ქართულ ეკონომიკასა და სოციალურ სფეროს პიკზე აიყვანს სიღატაკის კოეფიციენტს, ამისათვის საჭიროა აქტიური სახელმწიფოებრივი ნაბიჯები და შედეგიც გადარჩენისა არ დააყოვნებს. სასწრაფოდ გამოცხადდეს საბანკო ამნისტია მოქალაქეებზე საშუალო და წვრილ ბიზნესზე, დაუყოვნებლივ დადგინდეს ზღვრული ფასები საკვებ პროდუქტებზე და წამლებზე, აი, ეს სამი კომპონენტი საქართველოს მიმდინარე ურთულესი მსოფლიო პროცესიდან გამოიყვანს უდანაკარგოდ და ეს ვირუსი ძალიან მალე ჩაივლის, ხოლო ჩვენ შეიძლება უკეთესი განვითარების ტემპები დაგვეწყოს და რაც მთავარია, უამრავ ადამიანს, ბიზნესმენს გადავარჩენთ გაკოტრების, სასოწარკვეთის, ქვეყნიდან გაქცევის და სხვა იმ დიდი პრობლემებისგან, რაც არაერთხელ გადავიტანეთ და რომ არ მოეჩვენოს ეს ვიღაცას რევოლუციურ მოწოდებად, შეგახსენებთ, რომ გასული წელი საქართველოს ბანკებმა დაამთავრეს მილიარიანი მოგებით, ხოლო 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკმა 500%-იანი მოგება მიიღო და 2 მილიარდს ასცდა მისი შემოსავალი და რა თქმა უნდა, ნონსენსია, როდესაც ღარიბ, გაუბედურებულ ქვეყანაში ყველა კოტრდება, ყველა გარბის, ყველა კვდება, ყველა დეპრესიაში ვარდება და მარტო ბანკები იღებენ მოგებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ვართ ივანიშვილისგან დაწესებული კლასიკური საბანკო ყაჩაღობის მსხვერპლი და ასე გაგრძელება აუცილებლად დამთავრდება იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მგელი შეგვჭამს, ეს მგელი კორონავირუსი იქნება, ღორის გრიპი თუ ებოლა, სულ სხვა ამბავია, ფაქტია, რომ ვართ სუსტები იმის გამო, რომ არ გაძღა ბანკების მუცელი“ , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი