საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე - ტიტუს კორლატეანს, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრსა და სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე, ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესებს.
ევროპის საბჭოს დელეგაციის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი შეთანხმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.