გიორგი არეშიძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს
11-09-2015, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამუდმებით ცდილობენ დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ ყველა წარმატებულ პროექტს დაუპირისპირდნენ.


როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი არეშიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს და მათი სახელით საუბრობს.


გიორგი არაშიძე ახალგაზრდული ბანაკის ორგანიზებისთვის გადარიცხულ თანხებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თითოეულ ლართან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.


"გაჟღერებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე, პირადად პასუხისმგებელი ვარ დედაქალაქის მერიის მხრიდან ბანაკის ორგანიზებისთვის გადარიცხულ თითოეულ ლარზე და საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შემიძლია დეტალური ინფორმაცია მივაწოდო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბანაკის ორგანიზებისას სამართლებრივ ნაწილში კანონის დარღვევასთან, მინიმალურ გადაცდომასთანაც კი საქმე არ გვქონია. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ბანაკმა ჩაიარა იდეალურად და სწორედ ეს გახდა "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანების მიზეზი, ისინი გამუდმებით ცდილობენ დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ ყველა წარმატებულ პროექტს მსგავსი მეთოდებით დაუპირისპირდნენ. ასევე მინდა გამოვეხმაურო ბრალდებას, თითქოს მე კონტრაქტი გავაფორმე ჩემს მეგობართან. ეს არის სრული სიცრუე, რადგან ბუნებრივია მყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, ახლო ადამიანი, მეგობარი და საქმიანი კავშირები არასდროს ყოფილა ამ ურთიერთობების ხელისშემშლელი ფაქტორი", - განაცხადა არეშიძემ.


ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელ გივი კუბლაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.


"წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებ კანონის მიერ ჩემთვის მონიჭებულ ყველა უფლებამოსილებას. ასევე, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ვაპირებ ვითანამშრომლო შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი