მარინა ეზუგბაია: ტესტი 19 პაციენტის ჩაუტარდა და ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ
14-03-2020, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტესტი 19 პაციენტის ჩაუტარდა და ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

„გუშინ 19 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და კვლავ 19 პაციენტთან პასუხი უარყოფითი იყო. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 44 პაციენტი. ამ 19 პაციენტის მიღებული პასუხებიდან ხდება შეფასება საკარანტინო სივრცეში მათი გადაყვანის შესახებ და ეს პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, შემოვიდა შვიდი ახალი პაციენტი, რომელთანაც მოხდება ტესტის აღება კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევარში მათი მდგომარეობაც იქნება ცნობილი.

 

 

დილის მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. იმ პაციენტის, რომელიც შედარებით მძიმედ იყო, მდგომარეობა სტაბილურია. ტემპერატურა აღარ აცილებია 37.7-ს. უნდა ველოდოთ მისი მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებას. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება უცვლელი. სულ გვიწევს შვიდი პნევმონიით, ერთი იყო მძიმე, მეორე საშუალო სიმძიმის, დანარჩენის მდგომარეობა იყო მსუბუქი და პნევმონიის მიმდინარეობაც იყო მსუბუქი. ჯერჯერობთ, არც ერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. მდგომარეობა სტაბილურია და თანდათანობით მოხდება ამ პაციენტების კვლევა, დიაგნოსტირებიდან მე-14 დღეს და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, გაგრძელდება მათი კვლევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი