„სტიქიის ზონებში უხვი ნალექის, ან მიწისძვრის შემთხვევაში, დარჩენილი მეწყერული მასის ჩამოშლის საფრთხე არსებობს“
11-09-2015, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტიქიის ზონებში ერთთვიანი საველე კვლევის შედეგები წარმოადგინა.


გოდოლაძის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ზონის მცირე ნაწილის შესწავლა მოხერხდა, რის დროსაც იმ დარჩენილი მასალის მოცულობა განისაზღვრა, რომელიც ნალექის ან მიწისძვრის შემთხვევაში, შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს.


„ერთი თვის განმავლობაში სტიქიის ზონაში საველე სამუშაოებს ვაწარმოებდით. შევეცადეთ, დაგვედგინა მეწყრის და იმ დარჩენილი მასალის მოცულობა, რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, თუკი მას ნალექის ან მიწისძვრის სახით ხელსაყრელი პირობები შეექმნება. ეს ერთთვიანი საველე გასვლა ზღვაში წვეთია და რეალურად მხოლოდ ერთი მეწყრის ტანის მოცულობა შეფასდა, მთლიანად ხეობის საშიშროების შეფასებისთვის რამდენიმე მიმართულებით გრძელვადიანი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი. დეკემბრის ბოლოსთვის 7 სეისმური საყრდენი სადგურის ჩართვა გვინდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, სეისმური აქტივობების სრულფასოვანი მონიტორინგი ხდებოდეს. ეს პროექტი 7 სადგურით არ დამთავრდება, ეს პროექტი გაგრძელდება, რომ ქვეყანაში მონიტორინგის სისტემები განვითარდეს.


მეწყრის ტანი სამ ობიექტად დავყავით, კვლევის პირველადი შედეგების თანახმად შემიძლია გითხრათ, რომ წყნეთი – ბეთანიის გზის ზემოთ 186 ათას 650 კუბური მეტრის მასალა არის დარჩენილი, მეწყრის თავი სიარუბანი არის 37 ათასი კუბური მეტრი. უფრო საშიშია წყნეთი -ახალდაბის გზის მონაკვეთი, მასზე 145 ათასი კუბური მეტრის მასალაა დარჩენილი, რომელიც ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია დაიძრას და საფრთხე შეუქმნას გზას. სულ რაც შევაფასეთ, იმ მეწყრის ტანში 368 ათას 650 კუბური მეტრის მასალაა შემორჩენილი. ეს შედეგები გეოდეზიურ აგეგმვებს, გეოფიზიკურ კვლევას, მოწყვლადი გრუნტის შეფასებას და გეოლოგიურ აგეგმვას ეყრდნობა. შეიძლება მოხდეს მათი ხელოვნურად ჩამოშლა და ე.წ. ჩუმი აფეთქებები, მაგრამ წავიდეთ თუ არა ამ გზით, ესეც შესასწავლია, რადგან შესაძლებელია ამან უკუპროცესებიც გამოიწვიოს. საჭიროა სამეცნიერო კვლევა, რომელიც არ იქნება ერთი და ორი დღის გასაკეთებელი, იქნება კარგად გაწერილი, გრძელვადიანი გეგმა, რომელშიც ექსპერტები ბევრი კუთხით ჩაებმებიან“,- განაცხადა თეა გოდოლაძემ.


რაც შეეხება მეწყრულ ზონაში დარჩენილი მასალის ჩამოშლას, გოდოლაძის განცხადებით, უხვნალექიანობა გრუნტის მოწყვლადობისთვის რამდენიმე დღის ან თვის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს და ჯამურმა ნალექმა გარკვეულ ზღვრულ მაჩვენებელს არ უნდა გადააჭარბოს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ფართზე მოსულმა ნალექმა ზღვრულ მაჩვენებელს გადააჭარბა, ეს ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს იმისთვის, რომ ნარჩენი მასალა დაიძრას, თუმცა, მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი დარჩენილი მასალა ჩამოიშალა, ეს არ მიაღწევს იმ მასშტაბებს, რა მასშტაბითაც ეს ივნისის თვეში იყო.



kvira.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი