დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს და მის გუნდს მადლობას უხდის ონის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე.
„პიროვნება — უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებების რთული ერთობლიობა, რომელიც განსხვავებულ სიტუაციებში და სხვადასხვა დროს გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევის თავისებურებებზე.
დიახ, ბატონო ამირან, თქვენ უნიკალური ფსიქოლოგიის და საუკეთესო შინაგანი სამყაროს ადამიანი ბრძანდებით. მადლობა, თქვენი შინაარსიანი ცხოვრებისათვის და განსაკუთრებით ამ ბოლო, რთული პერიოდისათვის, თქვენი პროფესიონალიზმისათვის და იმ პასუხისმგებლობისათვის , რაც საზოგადოების წინაშე გაგაჩნიათ, იმ მოთმინებისათვის რასაც მედიასთან ურთიერთობაში გამოხატავთ ერთი და იგივე დასმული კითხვის მრავალჯერ მშვიდი პასუხით. მადლობა, ბატონო ამირან, თქვენ ჩვენი საყვარელი ადამიანი, საამაყო რაჭველი ბრძანდებით. თავმდაბლობით გამორჩეული. არა ერთხელ შემოთავაზებულ წინადადებაზე, რომ ყოფილიყავით საპატიო ონელი, მოკრძალებით უარს ამბობთ იმ მოტივით, რომ ონისათვის ისეთი არაფერი გამიკეთებიაო, არადა მუდამ ვგრძნობთ თქვენგან გვერდში დგომას. დღეს კი მთელი ქვეყნის საპატიო მოქალაქე ბრძანდებით. გილოცავთ! ვამაყობთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, გამძლეობას, წარმატებებს.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ გუნდს, რომელიც თქვენთან ერთად მრავალი უძილო ღამის ფასად, დაუღალავად იბრძვის რთული მდგომარეობის ნორმალიზებისათვის“, წერს შუქურა ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.