საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეო-კონფერენცია გაიმართა.
ადგილსამყოფელ ქვეყნებში შექმნილი ვითარებისა და ადგილზე საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და კორეის რესპუბლიკიდან.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებულ ქმედებებზე, დაწესებულ შეზღუდვებზე და ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის უარყოფითი ეკონომიკური გავლენის პრევენციას.
ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში ელჩებმა ისაუბრეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მხრივ არსებულ სურათზე, ადგილობრივი მთავრობების მიერ დაწესებულ შემზღუდავ ზომებზე.
საუბარი ასევე შეეხო ევროპის ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე საქართველოს საელჩოების მუშაობის რეჟიმს, აღინიშნა, რომ დიპლომატიური მისიები ინტენსიური კომუნიკაციაში რჩებიან ადგილსამყოფელ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.