საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს, ჯიღაურას მეურნეობის გარდა, წილკნისა და ახალქალაქის სამეურნეო ობიექტები გადასცა.
როგორც ჟურნალისტებს ჯიღაურას მეურნეობის დათვალიერებისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიპს – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო – კვლევით ცენტრს, აიპ "აგროსა" და შპს "აგრო ქართუს" უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცემა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ცენტრს, ჯიღაურას მეურნეობის გარდა, გადაეცემა 26 ჰექტარი ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც ასევე სოფელ ჯიღაურაშია განთავსებული. გარდა ამისა, ცენტრის საკუთრებაში გადავა წილკნისა და ახალქალაქის სამეურნეო ობიექტები, სადაც კარტოფილის ელიტური თესლის წარმოება მიმდინარეობს, ასევე ბოსტნეულის თესლისა და მარცვლეულის.
წილკნის სამეურნეო ობიექტის ფართობი 7 ჰექტარია, ხოლო ახალქალაქის სამეურნეო ობიექტის ფართობი 250-მდე ჰექტარს შეადგენს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული მეურნეობები თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის გადაცემულ ქონებაში 20 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა ჩადებული. ამასთან, როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომლის ბაზა ჯიღაურას მეურნეობაში იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.