სალომე ზურაბიშვილი: „WHO-ს გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხისადმი რეაგირებას“
14-03-2020, 19:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეიესუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 


საუბარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და პრეზიდენტმა ტედროს გებრეიესუსთან ახალ კორონავისრუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა.

 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსის დაძლევის პროცესში ორგანიზაცია საქართველოს კვლავ აქტიურად გაუწევს ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხისადმი რეაგირებას.

 


სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით მიჰყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლსა და მართვას ექვემდებარება.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან მიიღო პირობა ვირუსთან გამკლავების კუთხით ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერის კვლავ გაგრძელების შესახებ.

 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს.

 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ ზომებისათვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის პრევენციისათვის გაატარა და განაცხადა, რომ დღევანდელი კომუნიკაციაც სწორედ თანამშრომლობისათვის სრული მზაობისა და მაღალი პოლიტიკური ნების გამოხატულებაა.

 


საუბრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან დაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაცია მის ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პანდემიისგან დასაცავად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი