BBC - ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ანტისხეული აღმოაჩინეს, რომელიც მათი რწმენით, ახალ კორონავირუსს დაბლოკავს
14-03-2020, 20:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰოლანდიელ მეცნიერთა ჯგუფს სჯერა, რომ მათ იპოვნეს ანტისხეული, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კორონავირუსის გამოვლენა და მისგან თავის დაცვა, იტყობინება BBC, თუმცა დასძენს, რომ ამის ადამიანებზე გამოცდა არ მომხდარა - პროცესი, რომელსაც რამდენიმე თვე დასჭირდება.

 

 

ერაზმუსის სამედიცინო ცენტრის და უტრეხტის უნივერსიტეტის მკვლევარები მათ აღმოჩენას აღწერენ, როგორც ანტისხეულს „Sars2“-ის - კორონავირუსის, რომელიც ახლანდელი პანდემიის (კოვიდ-19) მიზეზი გახდა.  

 

 

მეცნიერები უკვე მუშაობდნენ Sars1-ის ანტისხეულზე და როდესაც ახალმა კორონავირუსმა იფეთქა, მათი თქმით, აღმოჩნდა, რომ  იგივე ანტისხეულებმა დაბლოკეს ინფექცია.

 

 

მათი აღმოჩენა ჯერ კიდევ განხილვის ქვეშაა და ანტისხეული ჯერ კიდევ ზედმიწევნით ზუსტად უნდა იყოს გამოცდილი.

 

 

მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ დაარწმუნებენ პარმაცევტულ კომპანიას, რათა მხარი დაუჭირონ მის, როგორც სამკურნალო საშუალების მასობრივ წარმოებას - პრეპარატის, რომელიც მათი რწმენით გამოავლენს და ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას.

 

 

ცალკე კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნას შესაძლოა წლები დასჭირდეს და ის მხოლოდ იმ დროს იყოს მზად, როცა ვირუსი შესაძლოა გაუჩინარებული იყოს, წერს BBC.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი