„საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ წარმომადგენელი ლევან სილაგავა „ფეისბუქზე“ წერს, რომ მოსახლეობაში შექმნილი პანიკა პროდუქტების მარაგების ამოწურვასთან დაკავშირებით „სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ქვეყნებს შორის ადამიანების გადაადგილებაა შეზღუდული და არა ტვირთების“.
„პანიკა სრულიად უსაფუძვლოა! გამომდინარე იქიდან, რომ კორონოვირუსის გამო ტურისტები თითქმის არ არიან, ქორწილები და მწუხრის სუფრები შეზღუდულია, რესტორნებში და კაფე-ბარებში და სხვაგან პროდუქციის რეალიზაცია შემცირებულია, რაც საკმააოდ დიდ სეგმენტს წარმოადგენს.
მოგეხსენებათ, ბიზნესი არა ერთდღიანი, არამედ მინიმუმ ერთვიანი მარაგებით მუშაობს, შესაბამისად ყველა ზემოთჩამოთვლილი მომსახურების მომარაგება, რეალიზაცია, ყველა სახის პროდუქტით, წარმოებებს და იმპორტიორებს უკვე დაგეგმილი ჰქონდათ და ამ მიზნით პროდუქცია შექმნილია ადგილზე ან უკვე იმპორტირებულია. ლოგიკურად, ქვეყანაში ამ კუთხით პროდუქტების სიჭარბეა არა თუ დეფიციტი (აკლდება სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა სეგმენტები)! სამომავლოდაც წესით მომარაგების პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ქვეყნებს შორის ადამიანების გადაადგილებაა შეზღუდული და არა ტვირთების! ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული! დაფიქრდით, მარკეტებში რიგში დგომა სერიოზულად ზრდის დაინფიცირების რისკს! ამიტომ პანიკა სრულიად უადგილოა! ყველაფერი კარგად იქნება!“ - წერს ლევან სილაგავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.