სომხეთის ინიციატივით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ეეკ) შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეეკ-სა და ირანს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე სამუშაოებს გასწევს. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” სომხური სამსახური იუწყება.
ჯერ კიდევ სამი თვის წინათ სომხეთმა ოფიციალურად მიმართა ევრაზიულ კომისიას და ყველა წევრ ქვეყანას შეთავაზებით, რათა დაწყებულიყო პროცესი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ირანს შორის უფრო პრივილეგიური სავაჭრო რეჟიმის ფორმირების მიმართულებით. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შავარშ ქოჩარიანმა 10 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფრენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე არსებობს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შეიქმნება ასეთი ჯგუფი და ახლო მომავალში დაიწყება ბაზრის, შესაძლებლობებისა და რისკების შესწავლა.
“ეს არის პროცესი და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიეტნამის მაგალითზეც, თუ რა დიდი პაკეტი იყო მოსამზადებელი სამუშოებისა, რომელმაც მოიტანა ვიეტნამთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის ხელშეკრულების ხელმოწერა. ახლა იგივე პროცესი დაწყებულია ირანთანაც”- განმარტა ქოჩარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.