კორონავირუსით იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, ბათუმში, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ პაციენტი ევროპიდან, მაღალი დასნებოვნების ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში, შემოსვლისთანავე მოთვსდა კარანტინში და მას არ ჰქონია არანაირი კონტაქტი ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან.
მინისტრის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
დღესვე ცნობილი გახდა იმ ოთხი მოქალაქის ანალიზის პასუხი, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.