ამერიკის შეერთებული შტატების ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში უქმეებზე სრული ქაოსი იყო შექმნილი. ათასობით ადამიანი საათების განმავლობაში იდგა გადაჭედილ რიგებში, ვიდრე საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შემოწმებას გაივლიდა.
20 წლის ტიმ ქლენსიმ, რომელიც უქმეებზე ჩიკაგოს ო’ჰარეს საერთაშორისო აეროპორტის გავლით მგზავრობდა, BBC-ის უთხრა, რომ გარემო „ნამდვილად ციებ-ცხელებიანი“ იყო.
„ასეულობით ადამიანი იყო თავმოყრილი რიგებში საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ... ორსაათნახევარი დამჭირდა იმისათვის, რომ საბაჟო ოფიცერთან მიმეღწია, რის შემდეგაც მეორესთან გადამამისამართეს და ასე მომიწია მათ გარშემო წინ და უკან ტრიალი“.

ქლენსიმ, რომელიც საბერძნეთიდან, სასწავლებლიდან ბრუნდებოდა, განაცხადა, რომ მას დაახლოებით 5 საათი დასჭირდა სანამ სკრინინგამდე მივიდოდა. მედდამ მას ტემპერატურა გაუზომა და ამის შემდეგ შეძლო აეროპორტის დატოვება.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურს-ცენტრის თანახმად, ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის 2 900-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 57 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.