ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში, კორონავირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად კომენდანტის საათი დააწესა.
ერაყში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული.
როგორც „როიტერსი“ ქვეყნის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, კომენდანტის საათი ძალაში 17-დან 24 მარტამდე იქნება.
მანამდე ერაყის ხელისუფლებამ დღეიდან 25 მარტამდე შიდა მოგზაურობა აკრძალა, გამონაკლისი გადაუდებელი საჭიროების მოგზაურობას შეეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.