„სწორად მიხვდით - ბურჯანაძის ფქვილზეა საუბარი, რომლის რეინკარნირებასაც ცდილობს ყოფილი რეჟიმი“ - მუხრან ბურჭულაძე
16-03-2020, 00:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რა კორონა და რის ვირუსი? არ მინდა შეგაშინოთ ისედაც მუდმივ სტრესში მყოფი საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ საქმე გაცილებით მძიმედაა... ჯერ კიდევ 1993 წლიდან ქართველი ონკოლოგები აფრთხილებდნენ საზოგადოებას დამდეგი საფრთხის შესახებ და იუწყებოდნენ, რომ იმპორტირებული ფქვილით დამზადებული პური, გამოიწვევდა სიმსივნურ დაავადებებს. სწორად მიხვდით - ბურჯანაძის ფქვილზეა საუბარი, რომლის რეინკარნირებასაც ცდილობს ყოფილი რეჟიმი“, წერს სოციალურ ქსელში პარტია „ლიბერალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე.

 

 

„მშფოთვარე მთავრობა და მზრუნველი ჯანდაცვა ზღაპრებში მოიკითხეთ.

 

 

ვირუსი ნაკლებად საშიშია ვიდრე სიმსივნე, რომლის სტატისტიკაც კატასტროფულია. ჯერ მარტო 2015-2017 წლებში საქართველოში სიმსივნური დაავადების 30,000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ეს მხოლოდ ვისაც უკვე დაუდგინდა.

 

 

1993-2020 წლების ციფრები შემზარავია...

 

 

ჯერ კიდევ 1993 წლიდან ქართველი ონკოლოგები აფრთხილებდნენ საზოგადოებას დამდეგი საფრთხის შესახებ და იუწყებოდნენ, რომ იმპორტირებული ფქვილით დამზადებული პური, გამოიწვევდა სიმსივნურ დაავადებებს. სწორად მიხვდით - ბურჯანაძის ფქვილზეა საუბარი, რომლის რეინკარნირებასაც ცდილობს ყოფილი რეჟიმი.

 

 

საქართველოში დღემდე საშიშია ჰაერი ავტომობილების გაუმართავობის გამო.

 

 

წყალი, საკვები და მედიკამენტები საშიშია, შესაბამისი კონტროლის არარსებობის გამო.

 

 

დღემდე მთავრობები და მათი კლანური განშტოებები ინარჩუნებენ ბიზნესზე მონოპოლიას და უზურპირებული აქვთ თითქმის ყველა სფერო.

 

 

თქვენ ვერ გაბედავდით და ვერც გაბედავთ აღნიშული პროდუქციის წარმოებას ან იმპორტს, რადგან კონკურენციას არც ყოფილი რეჟიმი გააჭაჭანებდა და არც მოქმედი რეჟიმი დაუშვებს.

 

 

ჩვენი მიზანია საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რასაც ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს.

 

 

საქართველოში დაფუძნდება სიმსივნის კვლევითი ინსტიტუტი და დაფინანსდება 60.000.000 დოლარით, ასევე მოწვეული იქნებიან ამ დარგის უცხოელი სპეციალისტები.

 

 

მთავარი ახლა რეჟიმის და მასთან შეხმატკბილებული ოპოზიციის მოშორებაა, რასაც მხოლოდ ერთიანი ეროვნული ბრძოლით მივაღწევთ.

 

 

ერთად შევაჩეროთ ქართველების ეთნიკური წმენდა!“, აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი