ვიდეო - ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ: „ყველას, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული შიში, როგორ შეიძლება არ გეშინოდეს, მაგრამ ისეთი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა ერთმანეთთან, რომ გაგიკვირდებათ“
16-03-2020, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში არსებული მდგომარეობის შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს „მთავარი არხი“. ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კორონავირუსისადმი გარკვეული შიშის მიუხედავად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მთელი მედპერსონალი საოცარი თავდადებით ემსახურება თავის პროფესიას და „საშინელი ინფრასტრუქტურის პირობებში“ მუშაობის მიუხედავად, „მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ქვეყნების დონეზე ხდება ჩვენთან ინფექციური სნეულებების მართვა“.

 

 

„სამსახურის თანამშრომლები, არავინ არ გაქცეულა. ყველას, რა თქმა უნდა აქვს გარკვეული შიში, როგორ შეიძლება არ გეშინოდეს, მაგრამ მართლა გასაოცარია იქ რაც აქ ხდება. თქვენ რომ შემოიხედოთ ჩვენთან, უკვე კარანტინია და ვერავინ ვერ შემოდის, ისეთი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა ერთმანეთთან, რომ გაგიკვირდებათ. მძიმე ავადმყოფს რომ მოარჩენ და კარგად არის, ეს ისეთი სასიამოვნო განცდაა, რომ ვერ წამოიდგენთ, ძალიან კარგი განცდაა და სწორედ ეს გვატანინებს უმძიმეს ფიზიკურ დატვირთვას.

 

 

 

 

„ვიღლები, თორემ თვითონ პროცესი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, თან რაღაც ახალს ვაკეთებთ, თან ვამხნევებთ შეშინებულ ადამიანებს და ძალიან ველოდებით გამოჯანმრთელებულებს და გაჯანსაღებულებს რომ გავუშვებთ, ჩვენთვის ეს იქნება დიდი ბედნიერება. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში 400-ამდე პაციენტი გავწერეთ. ეს ისეთი საცარი მოძრაობაა, თქვენ წარმოიდგინეთ თუნდაც დაბალი მედპერსონალი, დღეში რამდენჯერ უნდა მოხდეს დასუფთავება, სტერილიზაცია, გაწმენდა, ისეთი კოლოსალური შრომაა, მით უმეტეს საშინელი ინფრასტრუქტურის პირობებში“, აცხადებს მარინა ენდელაძე.

 

 

იგი ამობობს, რომ ინფექციური სნეულებების მართვა საქართველოში უმაღლეს დონეზეა.

 

 

„ჩვენ გადავიტანეთ უამრავი ეპიდემია. ჩვენ რამდენჯერმე გადავიტანეთ წითელას ეპიდემია, ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემია. ნამდვილად შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენზე უკეთ არც არავინ მართავს მენინგიტებს, მენინგოკოქცენიებს, ვირუსულ მენინგიტებს, ბაქტერიულ მენინგიტებს. მე მთელი პასუხიმგებლობით გეტყვით, რომ ინფექციური სნეულებების მართვა ჩვენს ქვეყანაში არის უმაღლეს დონეზე, მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ქვეყნების დონეზე ხდება ჩვენთან ინფექციური სნეულებების მართვა“, აცხადებს მარინა ენდელაძე.

 

კომენტარები: 1
#1  ნანა
      
ეს ვიდეო რო ვნახე რომ არ დამეწერა კომენტარი ალბათ ვერ მოვისვენებდი მახსოვს ტავიდან ინფექციურში მოვხვდი კორონა ვირუსი სწორედ მაშინ მკონდა ვერ გებულობდნენ ექიმები რა მჯირდა მაგრამ თან მკვებოდნენ მახსოვს მარინა ექიმი მაშინაც დზან ლამაზი ქალბატონი როგორიც ეხლააა 3თვე ვიბრდზოდი სხვა და სხვა სავადმკოფოები გამოვიცვალე და გამომაჯამრთელეს მაგრამ მარინა ექიმი არ დამავიწკდება ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის .მახსოვს თქვა ჩემი შვილის ტოლა ხარო მდგომარეობიდან უნდა გამოგიყვანოოო დიდ მადლობას ვუხდი და მისი დამსახურებაა რო დღეს ცოცხალი ვარ
13 აპრილი 2020 11:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი