კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს - ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითვალისწინებს როგორც FAO-ს, ასევე სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის პრაქტიკასა და რეკომენდაციებს.
ძირითად სასურსათო კატეგორიებზე სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგი. ჩვენ გამოვყავით 18 კატეგორიის სურსათი (ბურღულელული, ხორბალი, მარილი, შაქარი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი, დაკონსერვებული პროდუქცია,..), რომელზეც, დღეისათვის,
რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობს. ქვეყანაში მარაგები არსებობს; სურსათის დეფიციტის შექმნის შიშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სავაჭრო ობიქტებში არ შევქმნათ დაძაბულობა და მიწოდების პროცესი ხელოვნურად არ გავხადოთ უმართავი, რაც ისევ ჩვენ, მომხმარებელს დაგვაზარალებს.
ქვეყნის შიგნით ყველა წარმოება შეფერხების გარეშე ხორციელდება. არ გვაქვს სირთულეები იმპორტის მიმართულებით. ყველა მომსახურება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად, აბსოლუტურად შუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.