ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, კოალიცა ,,ქართული ოცნება“ ერთიანი არასოდეს ყოფილა და ეს დღესაც აშკარად ჩანს. გია ხუხაშვილმა ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"კოალიცია ერთიანი არასოდეს ყოფილა. მისი ერთიანობა ყოველთვის აბსოლუტური ილუზია იყო. როცა იქმნებოდა, იგი მაშინვე ეკლექტური იყო. თუმცა მაშინ, თანაცხოვრების პერიოდში, ეს წინააღმდეგობები უკანა პლანზე გადადიოდა, რადგან ერთიანი მიზანი იყო შესასრულებელი - რეჟიმის დამარცხება. დაფუძნების დღიდან კოალიციაში ფუნდამენტური წინააღმდეგობებია. დღეს ეს უკვე აშკარად გამოვლინდა",-აცხადებს ხუხაშვილი.
ექსპერტის შეფასებით, კოალიციაში ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს აერთიანებთ, საკუთარი უსუსურობის განცდაა.
"კოალიციაში შემავალ არც ერთ პარტიას არ შეუძლია ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისაგან დამოუკიდებლად არჩევნებში რაიმე ტიპის წარმატებას მიაღწიოს. სწორედ ამ უსუსურობის განცდის გამო, მიუხედავად ურთიერთუპატივცემულობისა და ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთზიზღისაც კი, ისინი იძულებულები არიან ერთ ოთახში ისხდნენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი ეკლექტური გაერთიანებები სახელმწიფოს მმართველობაში ძალიან საზიანოა.
newspress.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.