კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ტესტი განმეორებით ჩაუტარდა და პასუხი კვლავ უარყოფითია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე უარყოფითი პასუხი აქვს, განმეორებით ტესტი დღეს გაუკეთდება და შედეგი დღის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.
„გუშინ დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტთანაც, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ჩატარდება ტესტირება. ალბათ დღის ბოლოსკენ ბატონი თენგიზ ცერცვაძე მოგახსენებთ პასუხს. ვიმედოვნებთ, იქაც ალბათ პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი. როგორც იცით უკვე ვოზმა გამოაქვეყნა საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობასთან ერთად პირველი გაჯანმრთელებული პაციენტის სტატუსი“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ვარაუდით, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს. მისივე თქმით, გამოჯანმრთელების მიუხედავად, პაციენტი ერთ კვირიან თვითიზოლაციაში იქნება.
„გამოჯანმრთელებული პაციენტი ალბათ დღეს დატოვებს, კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება. ეს პაციენტი ალბათ დატოვებს კლინიკას, მაგრამ როდის და როგორ მე ამას ვერ გეტყვით. დატოვების შემდეგ პაციენტი მაინც ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადავა თვითიზოლაციაში“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.