პარიზი-თბილისის რეისით ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
16-03-2020, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარიზი-თბილისი რეისზე ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.

 

 

მისი თქმით, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მოთავსებული მგზავრებიდან 47 წლის ქალს, ჩამოსვლიდან მეორე დღეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ის, ჯერ რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

მისივე განმარტებით, ახლადინფიცირებულ ქალთან ერთად მყოფი ყველა მგზავრი ამ ეტაპზე, თელავის მუნიციპალიტეტის, ორი სასტუმროს სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო ზონაში არიან გადანაწილებული. მათ სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედიკოსები აკვირდებიან. ამ ეტაპზე ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

 

კახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 110 ადამიანი იმყოფება. 7-მა პირმა უკვე გაირა საინკუბაციო პერიოდი და მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსი. 3 ადამიანი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი