საქართველოში მსხვილი ჩინური კომპანია ტყიბულში თბოელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ ისაუბრა.
ჩაფიძის განცხადებით, ამით ტყიბულის ქვანახშირს სტაბილური მომხმარებელი ეყოლება.
„მე მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. მან გუშინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ჩინეთის უმსხვილეს კორპორაციასთან, რომელსაც ქვანახშირის და ენერგეტიკული პროექტების კუთხით ჩინეთის ბაზრის 1/3 უჭირავს. კორპორაცია უახლოეს პერიოდში ტყიბულში 150 მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 50-60 წლის განმავლობაში ტყიბულის ქვანახშირს სტაბილური მომხმარებელი ეყოლება.
უნდა გაიზარდოს მინიმუმ სამჯერ ქვანახშირის მოპოვება იმისათვის, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება უზრუნველყოს. უახლოეს პერიოდში ასევე ტყიბულში 13 მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროსადგური აშენდება, რომელიც დაახლოებით სამი წელია გაჩერებული იყო და ამის გამო ტყიბულის ქვანახშირს აქტიური მომხმარებელი აღარ ჰყავდა. შესაბამისი სამუშაოები უკვე წელს შემოდგომაზე დაიწყება“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.