ხობის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
16-03-2020, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გააცნო.

სამუშაო ჯგუფში მერიის, საკრებულოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შედიან.

დღევანდელი მონაცემებით, ხობის მუნიციპალიტეტში, საზღვარგარეთიდან ჩამოსული 7 პირი არის თვითიზოლაციაში. აღნიშნული პირები შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა.

საჭიროებების მიხედვით მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი