კანადა ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა გახდა, რომელიც საზღვრებს კეტავს ყველასათვის, გარდა თავისი მოქალაქეებისა და მუდმივი მობინადრეებისა. ორშაბათს, აღნიშნული სიახლის გამოცხადებისას, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ „დროა ყველანაირი სიფრთხილე და წინდახედულება იყოს გამოჩენილი ხალხის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“.
ტრუდოს განმარტებით, მცირე გამონაკლისები დაიშვება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისათვის, ავიაკომპანიების ეკიპაჟის წევრებისა და დიპლომატებისათვის.
„მოდი, მკაფიოდ ვიტყვი, თუ თქვენ საზღვარგარეთ იმყოფებით, დროა დაბრუნდეთ შინ“, განაცხადა ტრუდომ კანადის მოქალაქეებისადმი მიმართვისას.
გასულ კვირას, კანადის პრემიერ მინისტრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა მას შემდეგ, რაც ლონდონიდან დაბრუნდა.
პრემიერ მინისტრის ოფისის თანახმად, თავად ტრუდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და მას სიმპტომები არ გააჩნია, თუმცა იგი 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩება და სახლიდან იმუშავებს.
ამჟამად კანადაში კორონავირუსით 300-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.