ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ სამშაბათიდან მთელ საფრანგეთში იძულებითი კარანტინი ამოქმედდება
16-03-2020, 23:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში სამშაბათ შუადღიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იძულებით კარანტინი ცხადდება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი სატელვიზიო მიმართვისას განაცხადა.

 


ყველა მობინადრე სახლში უნდა დარჩეს და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას შეეძლება სახლის დატოვება.

 

 

მაკრონის განცხადებით, გადაადგილება ძალიან მკაცრად იქნება შეზღუდული.

 

 

„ჩვენ ვართ ომში“, რამდენჯერმე გაიმეორა პრეზიდენტმა მაკრონმა.

 

 

მთავარი დეტალები:

 

 

ყველა არასაჭირო გადაადგილება აიკრძაკლება სამშაბათ შუადღიდან მომდევნო 15 დღის განმავლობაში;

 

 

მობინადრეები უნდა დარჩნენ შინ;

 

 

ისინი, ვინც რეგულაციებს დაარღვევენ, დაისჯებიან;

 

 

საავადმყოფოებში ინფიცირებულთა ტრანსპორტირებისთვის არმია იქნება გამოყენებული;

 

 

გამოყენებული იქნება გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე სამხედრო ჰოსპიტალი;

 

 

საზღვრები დაიკეტება ევროპის კავშირის ქვეყნებთან შეთანხმებით;

 

 

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურები გადაიდება;

 

 

იტალიის და ესპანეთის შემდეგ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა გამოვლინდა საფრანგეთში. ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა კვირა საღამოს „France 2“-ს უთხრა, რომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 400 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან თითქმის 1 000-ზე მეტი მხოლოდ შაბათს.

 


კვირა საღამოს მონაცემებით, საფრანგეთში გაზრდილია ვირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობაც და ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-დან 120-ამდე გაიზარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი