რუსეთმა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალა, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. მთავრობის განცხადებით, აკრძალვა 18 მარტს შევა ძალაში და 1 მაისამდე გაგრძელდება. გამონაკლისი გაკეთდება დიპლომატებისა და მუდმივი რეზიდენტებისთვის.
ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 93 შემთხვევაა დადასტურებული. მოსკოვი სოციალურ მედიაში ინფექციის შემთხვევების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და რეალური ციფრების დამალვაში დაადანაშაულეს, რაც ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო.
ქვეყნის საზღვრების დაკეტვის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, კანადამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.