საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა
17-03-2020, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 18 მარტიდან, აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე და დაამატა, რომ ეს აკრძალვა არ შეეხება თბილისის სხვა მუნიციპალურ ტრანსპოორტს - მეტროს და ავტობუსებს. 

 

 

გახარიამ დააზუსტა, რომ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვას მხოლოდ თბილისში არ ექნება ადგილი. 

 

 

„გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. ამისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ სამედიცინო პერსონალს, თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად“, განაცხადა გახარიამ.

 

 

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში გამოწვევები იზრდება, რადგან შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე და ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად  და ამას ადეკვატურად უპასუხოს. გახარიამ თქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მკაცრი იქნება.

 

 

პრემიერის თქმით, ქვეყნისთვის ახლა უმთავრესი პრიორიტეტები არიან მოქალაქეები და მათი  ჯანმრთელობა, ასევე ეკონომიკა და სასურსათო მარაგებით უზრუნველყოფა და ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ქვეყანაში სურსათის შესაბამისი მარაგებია.

 

 

„როგორც კი დავინახავთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა აუცილებელი, მთავრობა არა მარტო გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, არამედ უფრო მკაცრ ზომებსაც კი მივიღებთ.

 

 

„ახლა ზუსტად ის მომენტია, რომ ერთმანეთზეც ვიზრუნოთ და ქვეყანაზეც“, განაცხადა გახარიამ.   

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი