იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრების სრული მხარდაჭერით - 8 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ ნინო ქადაგიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას.
კენჭისყრამდე, გაიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის მოსმენა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის წევრებს ნინო ქადაგიძის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო, რის შემდეგაც სიტყვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს გადასცა.
„ნამდვილად არ მეგონა, რომ მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე შევთავაზებდა ჩემს კანდიდატურას. თუმცა, მივიჩნიე, რომ ჩემი მხრიდან გამოყენებული უნდა იქნას ეს შანსი, რამდენადაც ვფიქრობ, რომ ქართულ მართლმსაჯულებას პირველად ეძლევა შესაძლებლობა წარდგენილი იქნას ის კანდიდატურა, რომელიც არის კარიერული მოსამართლე და რომელიც სასამართლო რეფორმის თითქმის ყველა ეტაპზე აქტიურად და პირდაპირ იყო ჩართული ამ პროცესებში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი, როგორც მოქალაქის და როგორც იურისტის ვალდებულება არის ის, რომ მივიღო ეს გამოწვევა. ბუნებრივია, მე დაპირებებს საზოგადოების წინაშე ვერ გავცემ, მაგრამ მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ჩემი დიდი სურვილია აქტიური და ხელშესახები როლი შევიტანო ქართული მართლმსაჯულების განვითარების პროცესში“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა სხდომის მონაწილეებს გააცნო საკუთარი ხედვა უზენაესი სასამართლოს შემდგომ საქმიანობაზე და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
ნინი ქადაგიძემ ყურადღება გაამახვილა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე და მაღალი ხარისხის კომპეტენტური მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაზე, ერთიანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვის აუცილებლობაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირებაზე და სხვა საკითხებზე.
საკუთარი ხედვის წარდგენის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.