ევროპარლამენტმა აზერბაიჯანთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო
11-09-2015, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

10 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილისა და პატიმრობაში მყოფი დანარჩენი აზერბაიჯანელი ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების დაუყოვნებლივ და ყველანაირი პირობის გარეშე განთავისუფლებისკენ მოუწოდებს.


ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახური იუწყება. მიღებულ დოკუმენტში, რომელსაც მხარი დაუჭირა ევორპარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, დაფიქსირებულია მკაფიო მოთხოვნა აზერბაიჯანში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ განთავისუფლების, მათ წინააღმდეგ ბრალდებების გაუქმების შესახებ.


ამასთან ერთად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ შეისწავლოს საგამოძიებო სფეროს ჟურნალისიტის, ხადიჯა ისმაილის მიერ აღმოჩენილი კორუფციის ფაქტები და ბრალდებები პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. დოკუმენტში მითითებულია, რომ ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ძლიერი და ერთობლივი პასუხი უნდა გასცენ აზერბაიჯანში მიმდინარე დევნის პოლიტიკას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესება იმ მოსამართლეების, თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკური დევნის პროცესებში.


აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „აპა“-ს ცნობით, 11 სექტემბერს უკვე აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში მოწვეულ იქნა ამ ქვეყანაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. აზერბაიჯანი გმობს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და აცხადებს, რომ ის დარტყმას აყენებს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის კავშირებს და სერიოზულ ბარიერებს უქმნის ურთიერთობების მომავალ პერსპექტივებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი